იბსუს ფეხბურთის ლიგა

რეგულაცია

ლიგაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იბსუს სტუდენტებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და კურსდამთავრებულებს.

1. მიზნები

1.1 სტუდენტების მასიური ჩართულობის წახალისება სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში.

1.2 სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება

1.3 უნივერსიტეტის გუნდისთვის საუკეთესო მოთამაშეების შერჩევა

1.4 სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება

 

2. მატჩის ჩატარების წესები

2.1 მატჩი შედგება ორი 20-წუთიანი ტაიმისგან

2.2 თითოეული გუნდი შედგება 5 მოთამაშისგან (4 მოედანზე + მეკარე)

2.3 ცვლილებების ლიმიტი განსაზღვრული არ არის 

 

3. ჩემპიონატის ხელმძღვანელობა და მსაჯთა ბრიგადა

3.1 ტურნირს ხელმძღვანელობს იბსუს სპორტის დეპარტამენტი. მსაჯთა ბრიაგადა შედგება ზემოაღნიშნული ინსტიტუციის წევრებისგან. მსაჯთა ბრიგადის ხელმძღვანელია გოჩა ჟორჟოლიანი.

 

4. ჩემპიონატის ჩატარების დრო, ადგილი და მონაწილეები

4.1 ტურნირი ტარდება იბსუს საფეხბურთო მოედანზე მთლიანი აკადემიური წლის განმავლობაში. გუნდები, რომელთაც გააჩნიათ იბსუს სპორტის დეპარტამენტის აკრედიცატია დაიშვებიან ჩემპიონატზე.

4.2 ჩემპიონატის განმავლობაში მოთამაშეთა მიერ ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა დაუშვებელია მანამ, სანამ არ გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა.

 

5. ჩემპიონატის სისტემა

5.1 იბსუს ფეხბურთის ლიგა ტარდება სტანდარტული ლიგის ფორმატით, ორ წრედ. გამარჯვებისთვის გუნდი იღებს 3 ქულას, ფრეზე გუნდები იღებენ 1-1 ქულას, წაგების შემთხვევაში გუნდს ეწერება 0 ქულა.

5.2 გუნდი, რომელიც დააგროვებს ლიგის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას ხდება ლიგის გამარჯვებული.

5.3 თუ ორი გუნდი დააგროვებს თანაბარი რაოდენობის ქულას, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც:

5.4 აქვს მოგება-წაგების უკეთესი ბალანსი ურთიერთშეხვედრებში თანაბარი რაოდენობის ქულების მქონე გუნდთან

  1. აქვს უკეთესი გოლების ბალანსი ურთიერთშეხვედრებში თანაბარი რაოდენობის ქულების მქონე გუნდთან
  2. აქვს უკეთესო გოლების ბალანსი ჯამურად მთლიან ჩემპიონატში თანაბარი რაოდენობის ქულების მქონე გუნდთან შედარებით
  3. აქვს მეტი გატანილი გოლი მთლიან ჩემპიონატში თანაბარი რაოდენობის ქულების მქონე გუნდთან შედარებით.

 

6. იბსუს თასი

6.1 იბსუს ფეხბურთის თასი ტარდება იბსუს ფეხბურთის ლიგის დამთავრების შემდგომ. თასი ტარდება ოლიმპიური სისტემით, რომლის მიხედვითაც წყვილში გამარჯვებული გუნდი აგრძელებს ასპარეზობას, ხოლო დამარცხებული პირდაპირ ვარდება. მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში გამარჯვებული ირკვევა პენალტების სერიის შედეგად.

 

 7. გუნდების სააპლიკაციო ფორმა

7.1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარედგინოს იბსუს სპორტის დეპარტამენტს, ამავე დეპარტამენტი არის უფლებამოსილი მოთამაშეთა დაშვებაზე.

7.2 გუნდების აპლიკაციაზე ვრცელდება დოკუმენტის თავში აღნიშნული რეგულაცია.

7.3 ჩემპიონატზე დაიშვებიან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმაში მითითებული უნივერსიტეტის სტუდენტები, სტაფი და კურსდამთავრებულები.

7.4 ჩემპიონატზე დაიშვებიან მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები, სტაფი და კურსდამთავრებულები.

 

8. დისციპლინარული სასჯელები

8.1 ჯამურად 5 ყვითელი ბარათის დაგროვების შემთხვევაში მოთამაშე ტოვებს ერთ კალენდარულ მატჩს.

8.2 წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მოთამაშის ბარათების ბალანსს დაემატება 2 ყვითელი ბარათი..

8.3 თუ გუნდი გააცდენს თამაშს, მას ავტომატურად ჩაეწერება 5:0 ტექნიკური წაგება. განმეორებითი გაცდენის შემთხვევაში გუნდი ჩემპიონატიდან მოიხსნება. ჩემპიონატიდან მოხსნის მომენტში თუ გუნდს ჩატარებული აქვს მატჩების 51% ან მეტი, ყოველ შემდგომ მატჩში, რომელიც მას უნდა ჩაეტარებინა, მოწინააღმდეგე გუნდებს ჩაეწერებათ ტექნიკური მოგება 5:0, თუ ჩემპიონატიდან მოხსნის მომენტში გუნდს ჩატარებული აქვს მთლიანი მატჩების 51%-ზე ნაკლები, მაშინ ყველა ჩატარებული მატჩი ბათილად იცნობა.

8.4 უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გაწერილ დებულებაში არსებულ ინფორმაციას უნდა გაეცნოს გუნდის კაპიტანი და გააცნოს გუნდის წევრებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის კომიტეტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა.

8.5 მხოლოდ გუნდის კაპიტნები არიან პასუხისმგებლები ინფორმაციის მიღება-გაცემაზე.

 

9. საჩივრის შედგენის წესი

9.1 საჩივრის შემდგენი გუნდის წევრები ვალდებულნი არიან გააფრთხილონ იბსუს სპორტის დეპარტამენტისა და მოწინააღმდეგე გუნდის წევრები, ასევე მსაჯი საჩივრის შედგენის თაობაზე როგორც კი მატჩი დამთავრდება.

9.2 მოსაჩივრე გუნდის წარმომადგენელი ვალდებულია საჩივარი დაადასტუროს ხელმოწერით. საჩივარი უნდა წარდგენილ იქნეს მატჩის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში.

9.3 საჩივრის განხილვა არის იბსუს სპორტის დეპარტამენტის დისციპლინარული კომიტეტის პრეროგატივა, საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოცხადდება საჩივრის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.

 

10. დაჯილდოების ცერემონია

10.1 ჩემპიონატის გამარჯვებული და Fair Play გუნდი დაჯილდოვდებიან იბსუს სპორტის დეპარტამენტის მიერ.

 

IBSU Sport Department

Giorgi Japaridze